ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე ცნობით, აფეთქებას ხანძარი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრომოწყობილობას გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.