"ერთიანობით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს"
"ერთიანობით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს"

A+ A-

22:07 04/03/2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობა სასიცოცხლოა.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ყველაფერი მიიღწევა.

"ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ერთიანობა ოპოზიციურ სპექტრში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ამ ორი ძლიერი ბერკეტით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანობა სასიცოცხლოა", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.