"როგორ მენატრები, დე... სულ ჩემთან ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად და ყოველწამიერად"
"როგორ მენატრები, დე... სულ ჩემთან ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად და ყოველწამიერად"

A+ A-

23:33 03/03/2021

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"როგორ მენატრები, დე... უკიდეგანოდ, არ ვიცი მეტად შეიძლება თუ არა მონატრება. ჩემი ლამაზი და თბილი ანგელოზი. სულ ჩემთან ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად და ყოველწამიერად. რაღაც მგონია, რომ ჩვენი დღეა და დღეს აუცილებლად უნდა მენახე, ჩაგხუტებოდი. ვაღიარებ, რომ ამას არ ვაკეთებდი ისე ხშირად, როგორც მინდოდა, მაგრამ ახლა ყოველ წუთს და წამს მინდა მოგეფერო, დაგიბრუნო იმ სითბოს მეათასედი მაინც, რასაც შენ გასცემდი.

წარმოუდგენლად მიმაჩნია იცხოვრო ადამიანმა ისე, როგორც იამ იცხოვრა. შეუძლებელი მეგონა ამდენი სითბოს ჩატევა ერთ სიცოცხლეში, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა და ამაში ყოველ დღე ვრწმუნდები. იმ უფსკრულის ამოვსება კი, რაც მისი წასვლით სულში დარჩა, შეუძლებელი მგონია.

ძალიან მინდა ეს სიყვარული ატრიალებდეს დედამიწას, ვიცი, რომ შეუძლია. უფსკრულის ამოვსებაც შეუძლია, თუ გავიაზრებ მის სიდიადედეს, თუ გავიაზრებ რა ბედნიერებაც არის მისი შვილობა და მართლაც, ზუსტად ამაზე ფიქრი მაძლებინებს. ამაზე ფიქრი მაიძულებს მხოლოდ წინ ვიყურო, აუცილებლად ვიბრძოლო და აუცილებლად გავიმარჯვო.

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი...

ყველას გილოცავთ დედის დღეს, გიყვარდეთ, გაუფრთხილდით.

პ.ს. ფოტო იმ ჯოჯოხეთ დღემდე 2 თვით ადრე არის გადაღებული", - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.