"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!"
"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!"

A+ A-

23:29 03/03/2021

ცნობილ ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას მამა გარდაეცვალა. ექიმი გია გოგინავა კორონავირუსს ემსხვერპლა.

ინფორმაციას ,,საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ექიმი, თერაპევტი გია გოგინავა!

ძვირფასო მეგობრებო, გია გოგინავა გახლავთ ცნობილი ქართველი ინფექციონისტის და ღირსეული ვაჟკაცის, ალექსანდრე გოგინავას მამა, რომელიც საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა ქართველ ხალხს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში!

"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!" - წერს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელმაც უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს გადაურჩინა მშობელი!

სამწუხაროდ, ალექსანდრე გოგინავამ მამა სწორედ კორონავირუსთან უთანასწორო ბრძოლაში დაკარგა!", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.