"დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება"
"დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება"

A+ A-

17:20 03/03/2021

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა, - ამის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"პირდაპირ ვართ დამოკიდებული ამაზე. თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა, საზოგადოების დიდი ნაწილში პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება, იმიტომ რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას", - აღნიშნა გეგეჭკორმა.

საქართველოს, მთავრობის და იმუნოლოგების დაპირების მიუხედავად, ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია. უცნობია, როდის დაიწყება მოსახლეობის აცრა.