გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს
გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს

A+ A-

20:53 02/03/2021

გორში "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის მთავარი ოფისი დაარბიეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შენობა თანამშრომლებმა დატოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩამსხვრეულია შენობის მინები, დარბეულია შიდა სივრცეც.

"ეს უკვე მეექვსე ფაქტია ოფისზე თავდასხმის 2012 წლიდან!" - წერს პარტიის წევრი ბადრი ბასიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.