პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

A+ A-

10:19 02/03/2021

პარლამენტთან ისევ ხმაურია, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან მობილიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს, პოლიცია კი მათ სამანქანო სივრცის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ამ დრომდე აქვს ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას და მცირე შეხლა-შემოხლას.

"ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუძახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები", - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტის ეზოში შესულ ავტომანქანებს აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც პიკეტს სამანქანო შესასვლელთან მართავს, შეძახილებით: "მონა!" აცილებს.