დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

A+ A-

09:53 02/03/2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი  პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 139 000 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას  ითვალისწინებს.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.