"შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს"
"შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს"

A+ A-

23:32 01/03/2021

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორის რიგგარეშე არჩევნები და პატიმრების გათავისუფლებაა.

"შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა.