"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა"
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა"

A+ A-

22:56 01/03/2021

საიდუმლო არ არის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობაა. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართულნი, რათა მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები.

დღვანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მომდევნო დღეებში და კვირებში პროგრესს მიაღწიოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.