"მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება"
"მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება"

A+ A-

22:52 01/03/2021

დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში განსახილველ საკითხებში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.