"მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს"

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრაზე სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის იმყოფებოდა, საუბარი ყველა საკითხს შეეხო და პროცესები დაიძრა.
"მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ.