ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

A+ A-

18:19 01/03/2021

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლომ თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარკოზის მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.