რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში
რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში

A+ A-

15:45 01/03/2021

პარასკევი, 2021 წლის 26 თებერვალი
1.    აშშ-ის ბაზრებისთვის გამორჩეულას მერყევი კვირა დასრულდა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    ობლიგაციებისა და აქციების კონკურენცია
4.    რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

ბაზრების გიჟური კვირა და შერეული შედეგები სესიის ბოლოს

აშშ-ის სააქციო კაპიტალის ბაზრების მშფოთვარე ხუთდღიანი მონაკვეთი მორიგი ცვლილებით დასრულდა: სამრეწველო აქციები დაეცა, ტექნოლოგიური აქციები კი მცირედით აღდგა. DJIA 1.5% -ით შემცირდა, Nasdaq-მა კი 0,5%-ით იმატა. თუმცა, ამ უკანასკნელს ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდა, რადგან ინვესტორები ტექნოლოგიური სექტორიდან სულ უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი სამრეწველო, ფინანსური და ენერგეტიკული აქციებისკენ, რასაც ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება განაპირობებს. სამივე ძირითადი ინდექსი კვირის მანძილზე შემცირდა, Nasdaq-მა კი ჯამში სულ 4,9%-ით მოიკლო.

აშშ-ის 10-წლიანმა სახაზინო შემოსავლიანობამ გასულ ხუთშაბათს დაპყრობილი სიმაღლეებიდან უკან დაიხია, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი ზრდა მაინც შთამბეჭდავი იყო. ამან ინვესტორები უფრო თავდაცვით პოზიციებზე გადააწყო. ერთი მხრივ, მაღალი ტარიფები იმის ნიშანია, რომ მათ ეკონომიკის გაჯანსაღების სჯერათ, თუმცა ეს ამავდროულად განაკვეთების კიდევ მეტად გაზრდისა და ინფლაციის მაუწყებელი შეიძლება იყოს.

იანვრის თვეში აშშ-ს შიდამეურნეობის შემოსავალმა 10%-ით მოიმატა, ვინაიდან მრავალმა ამერიკელმა ბანკიდან სტიმულის მიხედვით გათვალისწინებული $600 აიღო. ამასთან, მათ თავიანთი ხარჯები 0,3%-ით გაზარდეს, რითაც პროგნოზებს ცოტათი დაასწრეს. დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1,9-ტრილიონიანი სტიმულირების გეგმა მიიღეს, რომელშიც $15-ად განსაზღვრული მინიმალური სახელფასო ნიშნული არ შესულა. მიუხედავად ამისა, პაკეტი სენატში, სავარაუდოდ, ორ კვირას დაჰყოფს, რაც მეტი სტიმულის მოლოდინს აჩენს. მეტი სტიმული, მეტი დანაზოგი და მეტი ხარჯვა, თავის მხრივ, მაღალ ტარიფებსა და მაღალ ინფლაციას ნიშნავს. საკითხავი ისაა, რას მოასწავებს ეს ყველა იმ იმპულსისთვის, რომელიც უკანასკნელი სამი თვის მანძილზე გლობალური საფონდო ბაზრის უკან იდგა.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

●    აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ბაიდენის $1,9-ტრილიონიანი სტიმულირების პროექტი დაამტკიცა და სენატს გაუგზავნა. დებულება ფედერალური მინიმალური ხელფასის საათში $15-მდე გაზრდის შესახებ არ არის დაშვებული, ვინაიდან დემოკრატებმა საბიუჯეტო შერიგების პროცესი არჩიეს. დახმარების პაკეტს პრეზიდენტი მარტის შუა რიცხვებამდე მოაწერს ხელს, რათა ძირითადი პროგრამების ვადა არ ამოიწუროს.

●    AT&T ვიდეობიზნესის ამერიკული განყოფილების ახალ კომპანიად გადაკეთებას გეგმავს, რომელსაც იგი კერძო კაპიტალური ფირმის, TPG Capital-სთან ერთად მართავს. AT&T-ს მფლობელობაში სააქციო კაპიტალის 70% მოექცევა, ხოლო TPG-სი - 30%. გარიგება მოიცავს $16,25 მლრდ-ად შეფასებულ DirecTV-ს, AT&T TV-ისა და U-verse-ს. DirectTV-სთვის 2015 წელს გადახდილ სესხთან ერთად, ეს ჯამში $48,5 მლნ-ად დაჯდა.

●    Meat Meond-მა 2020 წლის მე-4 კვარტლის კორპორატიული ანგარიში გამოაქვეყნა. მან Mcdonald’s-სა და Yum! Brands-თან გლობალური სტრატეგიული შეთანხმებები გააფორმა. კომპანია KFC-ის, Pizza Hut-ისა და Taco Bell-ისთვის მენიუზე იმუშავებს და მაკპლანტის, ახალი მცენარეული ბურგერის, ინგრედიენტების მომწოდებლად მოგვევლინება.

●    Nikola-ს დამფუძნებელმა ტრევორ მილტონმა ფირმის შესახებ შიდა მიმოხილვაში 9 არასწორი ფაქტი წარმოადგინა, მათ შორის ის, რომ Nikola One სრულად ფუნქციონირებადი მანქანა იყო. ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიამ (SEC) და იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ წლის გახმაურებული ,,შორტ-სელერის’’ ანგარიშთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მე-4 კვარტალში კომპანიამ თითო აქციაში ნავარაუდევზე ($0,24) ნაკლები წაგება ნახა ($0,17) და ნახევრად სატვირთო ელექტრომანქანების მიწოდების წლევანდელი სამიზნე რიცხვი 600-დან 100-მდე შეამცირა.

●    InterNations-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15,000-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო, ემიგრანტთა რჩეული ქალაქები იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს (მონაცემები პანდემიის დაწყებამდე შეგროვდა). საუკეთესო ათეულიდან 5 სწორედ ამ რეგიონიდანაა წარმოდგენილი. ესენია: ვალენსია (1), ალიკანტე (2), ლისაბონი (3), მალაგა (6) და მადრიდი (9). ათეულში ასევე შედიან: პანამა სიტი (მე-4), სინგაპური (მე-5), ბუენოს-აირესი (მე-7), კუალა ლუმპური (მე-8) და აბუ დაბი (მე-10).
The Bond Yield - Stock Dividend Comparison

ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია მომენტი, როდესაც აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო შემოსავალი, პირველად, S&P 500 დივიდენდის სარგებლისთვის გადაჭარბებასთან ახლოს იყო, რაც გასულ ხუთშაბათს საბოლოოდ დაგვირგვინდა კიდეც. ამან ბაზრებზე მასშტაბური დაყიდვების პროცესს დაუდო სათავე.

პანდემიის დაწყებისთანავე საკვანძო ინდექსზე კომპანიების დივიდენდურმა გადახდებმა მოიმატა. გიგანტური ფირმების მთლიანი გადახდები 2.6%-ით გაიზარდა და რეკორდული $503.1 მლრდ შეადგინა, რასაც უფრო მაღალი სპეციალური დივიდენდები განაპირობებდა. ზოგადი სურათის მიხედვით, ისინი ოდნავ, 0,4%-ით შემცირდა. ეს ანომალია იყო, რადგან გლობალური ბაზრების უმეტესი ნაწილი დივიდენდების კლების მოწმე იყო.

თუმცაღა, აშშ-ის აქციების უპირატესობა ობლიგაციებთან შედარებით წლის უმეტეს პერიოდში ნელ-ნელა ფერმკრთალდება, ვინაიდან ეკონომიკა უკან იხევს, შესაბამისად, იზრდება ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები. იმის გამო, რომ ბაზარი ამ მომავალს განჭვრეტს - ფედერალური რეზერვების დამამშვიდებელი მესიჯების მიუხედავად - ობლიგაციების ფასები ეცემა, შემოსავლიანობა კი ზემოთ იწევს. ობლიგაციების უფრო მაღალი სარგებელი იმ რიგის ინვესტორებს აცდუნებს, რომლებსაც ფიქსირებული კაპიტალიდან მიღებული შემოსავლის დასტაბილურება სურთ. ამასობაში, S&P 500 ფასისა და შემოსავლის თანაფარდობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება (2000 წელს ე.წ. ,,dot-com bubble’’-ის კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი მაჩვენებელი). შესაბამისად, სააქციო ბაზარზე დიდი მოლოდინებია. ინდექსის საუკეთესო 10 აქციის (კაპიტალის მიხედვით) თანაფარდობის მაჩვენებელს 30-მდე აღწევს, რითაც საშუალო   ოდენობას 160%-ით უსწრებს.

ფული ბანკებისთვის

სამაგიეროდ, ობლიგაციების გაზრდილი შემოსავლიანობით ხეირობენ გაცვლითი-სავაჭრო ფონდები (ETF), რომლებიც საბანკო აქციებს მისდევენ. მიმდინარე წელს SPDR S&P ბანკის ETF, Invesco KBW ბანკის ETF და First Trust Nasdaq ბანკის ETF, შესაბამისად, 21,45%-ით, 19,21%-ითა და 29,68%-ით გაიზარდა.

როგორც FreddieMac-ის გამოკითხვა აჩვენებს, სწორედ ამდენით განისაზღვრა ბოლო კვირის მანძილზე აშშ-ს 30-წლიანი საშუალო იპოთეკური სესხი. ისტორიული საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 8%-ს უტოლდება, ეს ძალიან დაბალია. ამასთან, 2020 წლის აგვისტოს მერე იგი თავის უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდასთან ერთად, მეტი პოტენციური სახლის მფლობელი დაინტერესდება, თუ როგორ აისახება ეს მათზე. მოგეხსენებათ, რომ ობლიგაციებსა და იპოთეკური სესხის განაკვეთებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბინების ბაზარი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სექტორად იქცა, არსებობს შემცირების ნიშნები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ინვენტარიზაცია კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, გაზაფხულის გადამწყვეტი პერიოდი მოდის (მარტ-ივნისამდე), როდესაც ბინების წლიურ გაყიდვათა 40%-ზე მეტი ხორციელდება.

,,როდესაც ბინები ძვირდება და ინვენტარიზაციის დონე დაბალია, ზრდადი მაჩვენებლები პოტენციური მყიდველის კონკურენციულობას და მსყიდველუნარიანობას ზღუდავს”, - აღნიშნავს FreddieMac. იპოთეკური ბანკირების ასოციაციის თანახმად, განაცხადები ერთი კვირით ადრე 11,4%-ით შემცირდა, თუმცა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს ის მაინც მკვეთრად უსწრებს. უძრავი ქონების ეროვნული გაყიდვების ასოციაციის მიხედვით, მოსალოდნელი გაყიდვების ინდექსი იანვარში 2.8%-ით, 122.8 პუნქტამდე დაეცა.

რას ველოდოთ მიმდინარე კვირაში

მშფოთვარე კვირის შემდეგ, - განსაკუთრებით ტექნოლოგიური აქციებისთვის, - ინვესტორებს შეუძლიათ მეტად იხეირონ ისეთი პოპულარული კომპანიებისგან, როგორებიცაა Zoom Video Communications (ZM), ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Nio (NIO), Snowflake (SNOW) და Lemonade (LMND). 2020 წლის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ეს აქციები ინვესტორთა დიდ ყურადღებას და კაპიტალს იზიდავდა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, პარასკევს აშშ-ის შრომის ბაზარს კიდევ ერთი შტრიხი შეემატება, როდესაც არასასოფლო-სამეურნეო სექტორის თებერვლის ანაზღაურების ანგარიში გამოქვეყნდება. სამუშაო ადგილებზე ყოველკვირეული განაცხადების რიცხვი იკლებს, თუმცა საკითხავია, - სად ემატება ისინი და რა მოცულობას აღწევს დაქირავებული ძალა?

კვირას ჩინეთი შემსყიდველი მენეჯერების ინდექსს (PMI) გამოაქვეყნებს, ხოლო შემდეგ კვირას  კი მას აშშ და ევროპის ქვეყნების შეუერთდებიან, რაც აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიოსთვის ერთგვარი ,,პულსის გამსინჯველი’’ იქნება.