3-4 მარტს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
3-4 მარტს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

A+ A-

14:43 01/03/2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია  მოსალოდნელი. 3-4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.     
   
ქ. თბილისში 2 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3-5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  3 – 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 – 4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.