"მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან"
"მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან"

A+ A-

23:48 28/02/2021

"გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციებში მათი მხარდამჭერები მონაწილეობენ და მიაჩნია, რომ ეს აქციები მორალურადაც გამართლებულია.

თუმცა, ხვიჩიას თქმით, თავად არ აპირებს მონაწილეობას, რადგან არ სურს, ოპოზიციონერ კოლეგებს უხერხულობა შეუქმნას.

„ჩვენი მხარდაჭერები მონაწილეობენ პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო აქციებში, ნიკა მელიას გამოშვების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მორალურად გამართლებულია. რაც შეეხება პირადად მე მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირადად მე არ ვაპირებ მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ამ წუთას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა აქცია მორალურია და ჩვენი მხარდამჭერები მასში მიიღებენ მონაწილეობას. გაბუტულები არიან და უხერხულობა იგრძნობა, როცა შენს ირგვლივ ბევრი გაბუტული ადამიანია. მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.