"იმედია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეექმნება სრული სურათი, რა ხდება საქართველოში"
"იმედია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეექმნება სრული სურათი, რა ხდება საქართველოში"

A+ A-

23:32 28/02/2021

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება, ასევე გაეცნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტს, შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით იმედი აქვთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერის.

„ეს შარლ მიშელის პირველი ვიზიტია საქართველოში, ზოგადად რეგიონში. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოდის, რადგან დიდი ხანია, პანდემიის გამო ვიზიტები არ განხორციელებულა. შარლ მიშელი სტუმრობს სამ ასოცირებულ ქვეყანას, რაც ასევე  გზავნილია. ძალიან დატვირთული ერთი დღე ექნება, რომლის ფარგლებში ის გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, მოინახულებს ასევე ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმედია, მას შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს განვითარება, მოვლენები. ამ ვიზიტის შემდეგ უფრო იმედი გვაქვს მისი პირადი მხარდაჭერის“, – განაცხად ნატალია საბანაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.