"არნაირი განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს აქციებთან დაკავშირებით"
"არნაირი განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს აქციებთან დაკავშირებით"

A+ A-

23:23 28/02/2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, რომელიც ეხება „ვადამდელ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, აქციები არ შეწყდება.

„აქციები გაგრძელდება, ვიდრე ივანიშვილი არ შეისმენს ხალხის ხმას და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ოპოზიცია აყენებს. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელმაც უნდა ასახოს ხალხის ნება, ხალხის ნების გამომხატველი არჩევნებით მოხდეს შემდეგ პარლამენტის ფორმირება და არა ისე, როგორც მოხდა ამ ჯერზე. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია პოლიტიკური კრიზის განმუხტვა, ეს არის ჩვენი მოთხოვნები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ივანიშვილი არ შეისმენს ამ მოთხოვნებს.

სხვადასხვა ტიპის აქცია იქნება. ჩვენ დიდ აქციაზე გავაცანით საზოგადოებას გეგმის შესახებ, მათ შორის სამშაბათს იგეგმება პარლამენტის პიკეტირება, ისევე როგორც კანცელარიის შენობის პოლიციის, სასამართლოს. პარლამენტის შემთხვევაში საფეხმავლო გზა დეპუტატებისთვის დარჩება თავისუფალი. ასე, რომ მათ უბრალოდ მოუწევთ ძვირადღირებული ავტომანქანებიდან გადმობრძანდნენ და საფეხმავლო გზით შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ მათ გადაადგილების თავისუფლება პიკეტის დროს ნამდვილად არ შეექმნებათ, თუმცა აუცილებლად შეექმნებათ დისკომფორტი და მიზანიც სწორედ ეს არის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, აქციები არის მშვიდობიანი და არანაირად არ უშლის ხელს მოლაპარაკებების განახლებას.

„ივანიშვილი ადამიანებს მოლაპარაკებების მაგიდიდან იტაცებს და ასეთ პირობებში გვიწევს ოპერირება. ოპოზიცია ამ ყველაფერს ახვედრებს ძალიან მშვიდობიან, მაგრამ ძალიან პრინციპულ პროტესტს. ეს პროტესტი გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ღია ვრჩებით მოლაპარაკებების შესაძლებლობისთვის. პირიქით, ვთვლით, რომ ახლა სწორი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომა, რადგან ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავა აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არანაირი განხეთქილება და აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან იყო გარკვეული მცდელობა, თითქოსდა აზრთასხვადასხვაობის და განხეთქილების, თუმცა არნაირი განხეთქილება და აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს აქციებთან დაკავშირებით, ოპოზიცია არის სრულიად ერთიანი, რომ იქნება მშვიდობიანი აქციები. პიკეტირება არ დაისახავს მიზნად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. მანქანიდან ჩამოსვლა და საფეხმავლო გზის გამოყენება, მე მგონი, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ეგრედ წოდებული დეპუტატებისთვის. ასე რომ, „ლელო“, ისევე როგორც სხვა პარტიები, აბსოლიტურად კონსესუალურად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.