"ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისეთი ვარდნა, როგორიც დღეს არის, თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა.
"-11.5%-იანი ვარდნა აქვს საქართველოს, ასეთი ვარდნა ეკონომიკაში თენგიზ სიგუას შემდეგ არ ყოფილა. ეკონომიკა გაჩანაგდა და განადგურდა და მარტო იმით, რომ ხალხს ყრიან ქვეყნიდან ამას ვერ გადაწყვეტენ. მათი ერთადერთი იმედია, რომ ყველა გაყარონ, რომ არავის ხმის ამოღება არ შეეძლოს",- აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ეკონომიკის ვარდნა 11,5 % იყო.