"ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია"
"ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია"

A+ A-

16:54 28/02/2021

"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრის ლაშა ხუსკივაძის თქმით, 1 მარტიდან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. გასვლით აქციებს დაიწყებენ.

როგორც ხუსკივაძემ აღნიშნა, ხვალ, 12:00 საათზე პირველი გასვლითი აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან იქნება.

"ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და პლიუს ამას მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პერმანენტულად დავიწყოთ ე.წ. გასვლითი აქციები. ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც ივანიშვილს შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სწორედ ის და სწორედ ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი",- განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.