"ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს, ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, არ უნდა იყოს პოლიტიკაში"
"ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს, ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, არ უნდა იყოს პოლიტიკაში"

A+ A-

20:44 27/02/2021

ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თაკო ჩარკვიანის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

ბურჯანაძის თქმით, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ის არავის უპირისპირდება.

„საჭიროდ არ ვთვლი განცხადების გაკეთებას. ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს. ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, მე არავის ვუპირისპირდები, ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენას ცდილობს. ჩარკვიანის თქმით, მას არ სურს ორგანიზატორად ისეთი ადამიანი, რომელიც გავრილოვის გამო კასაჩოვს ბოდიშს უხდის.