პარლამენტთან 12-ე კარავი გაშალეს
პარლამენტთან 12-ე კარავი გაშალეს

A+ A-

16:11 27/02/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარელმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავი გაშალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ეს რიგით მე-12 კარავია.

როგორც პარტიის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე აცხადებს, აჭარაში აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოთხი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ, ახლა კი პროტესტის კერამ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

თედორაძის თქმით, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, უცვლელია.

"საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა ხორციელდებოდეს რუსული სამართალი. ამიტომ ეს მოთხოვნა არის ერთ-ერთი უმთავრესი, რომ ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნა ბონდო თედორაძემ.