"საქართველოს მთავრობის ქმედება და დემოკრატიული კრიზისი, კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია"
"საქართველოს მთავრობის ქმედება და დემოკრატიული კრიზისი, კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია"

A+ A-

15:41 27/02/2021

NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობის ქმედება ოპოზიციის, მელიას წინააღმდეგ და დემოკრატიული კრიზისი, კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია. მათ შეუძლიათ ახლა უკანა რიგებში ისხდნენ და უბრალოდ დაითვალონ დანაზოგები არასაჭირო ჰიბრიდული ომის ბიუჯეტიდან" - წერს NDI-ის ​საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი.