ერგნეთის შეხვედრა 5 მარტს გაიმართება
ერგნეთის შეხვედრა 5 მარტს გაიმართება

A+ A-

15:25 27/02/2021

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ქართული მხარის მონაწილეობით ტრადიციული შეხვედრა ერგნეთში 5 მარტს ჩაინიშნა.

სავარაუდოდ, ქართული მხარე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და და სხვა გატაცებულების შესახებაც სიტუაციის გარკვევას შეეცდება.

ამ დრომდე ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ოთხი მოქალაქე.