გიორგი სანაიას დღეს 46 წელი შეუსრულდებოდა
გიორგი სანაიას დღეს 46 წელი შეუსრულდებოდა

A+ A-

20:28 24/02/2021

დღეს გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ცნობილ ტელეწამყვანს 46 წელი შეუსრულდებოდა.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი 20 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

გიორგი სანაია სამაუწყებლო კომპანიაში 1999 წლიდან მუშაობდა. ის ჟურნალისტი და "ღამის კურიერის" წამყვანი იყო.