"საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო"
"საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო"

A+ A-

18:15 24/02/2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტით, შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს ის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო - ეს შეფასება მმართველი გუნდის წევრმა, პავილიონისის საქართველოში გაკეთებული განცხადება.

მოგეხსენებათ, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" მისამართით, ნიკა მელიას საქმეზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა, პავილიონისი, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც ნიკა მელია იქ მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდებოდა.

"შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ იმით თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა და ის ინტერვენცია, რომელიც მან განახორციელა იყო თუ არა, მეგობრული. საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური და ობიექტური. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რაც არ უნდა სიმპატია გქონდეს, ამას აფიქსირებდე საჯაროდ", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.