"ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მისი მოწოდებაა: ბრძოლა ბოლომდე - საქართველოს უკეთესი მომავლისთვის"
"ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მისი მოწოდებაა: ბრძოლა ბოლომდე - საქართველოს უკეთესი მომავლისთვის"

A+ A-

16:33 24/02/2021

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მისი მოწოდებაა: ბრძოლა ბოლომდე - საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

ამის შესახებ ადვოკატმა საპატიმროში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ნიკა ძალიან ამაღლებულ განწყობაზეა, თავს გრძნობს მხნედ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უპრეცედენტო გამოხმაურებაზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რომელიც ახლდა იმ სიგიჟეს, რაც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ ჩაიდინა. კერძოდ, გავიარეთ ყველა განცხადება და გამოხმაურება, როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული. ასევე ვისაურეთ ჩვენს სამომავლო  სამართლებრივ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქმეზე და სხვადასხვა საკითხებზე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოესს დღეებში უნდა მოხდეს. სამომავლო ნაბიჯები არის ის, რომ ეს ბრძოლა მთავრდება გამარჯვებით", - განაცხადა კონდახაშვილმა.

23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, შედეგად, ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.