სავაჭრო მოლები და ბაზრობები, შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ
სავაჭრო მოლები და ბაზრობები, შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ

A+ A-

14:42 24/02/2021

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განახლებენ, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.