რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ
რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ

A+ A-

14:39 24/02/2021

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ ბათუმში - პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან, შაბათ-კვირის გარდა. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.