პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

A+ A-

17:14 23/02/2021

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობის წინ გაშლილია კარავი და საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციამ რუსთაველზე ინგოროყვას ქუჩიდან გადმოინაცვლა, სადაც ოპოზიციამ ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტა.