აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვების გაშლა დაიწყეს

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებს შლიან.
პარალელურად, პარლამენტის წინ შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან უკვე ოპოციონერი ლიდერებიც. მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს.