"საქართველო ჩვენი შვილია, ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა, აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა"
"საქართველო ჩვენი შვილია, ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა, აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა"

A+ A-

16:10 23/02/2021

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით გიგი უგულავამ მიმართა და შეკრებილებს პარლამენტის შენობის მიმართულებით გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

"გუშინ ღამე ჩვენ შევიკრიბეთ ნიკას თხოვნით და ნიკამ გვთხოვა ყველას, სხვა პარტიის წევრებს, თავისი პარტიის წევრებს, მე არ მინდა რომ ჩემს გამო თუნდაც, იოტის ოდენადაც კი ერთი ადამიანი დაშავდესო, მე წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ჩემს გამო, ვინმე აქ დაიღუპოსო. მე ციხეში წყნარად ვერ ვიჯდები, თუ ვიღაცა ჩემს გამო დაზარალდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა მოვლენ, ისინი ტაში დაუკარითო. მან ხელი გაუშვა იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი შვილია, ჩვენი სახელმწიფოა და ამ ვირიშვილებმა, აიღეს და დაარბიეს ეს ქვეყანა, დაანგრიეს ეს ქვეყანა.

ჩვენ გავუშვით ხელი იმიტომ, რომ ეს ჩვენი შვილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვიტავთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება, ეს ბრძოლა აქედან იწყება და ის გამარჯვებით დამთავრდება", - განაცხადა უგულავამ.