"არ ვიცი, ვინ იყავით ოფისში დარბევისას, მაგრამ ყველას სახელი და გვარი ბოძზე იქნება გამოკრული"
"არ ვიცი, ვინ იყავით ოფისში დარბევისას, მაგრამ ყველას სახელი და გვარი ბოძზე იქნება გამოკრული"

A+ A-

15:11 23/02/2021

"უსირცხვილობაა, რასაც თქვენ აკეთებთ" - ამ სიტყვებით მიმართა გიგი უგულავამ სამართალდამცველებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლიციელები მარიონეტებს შეადარა, რომლებიც მზად არიან ივანიშვილის გულისთვის საკუთარი ოჯახები გაწირონ.

"არ ვიცი, ვინ იყავით ოფისში დარბევისას, მაგრამ ყველას სახელი და გვარი ბოძზე იქნება გამოკრული. ვინ ნახეთ იქ კრიმინალი? წადით და ესებუა ძებნეთ"- მიმართა უგულავამ სამართალდამცველებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და სწორედ ამით აისხნება, დილიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე ამდენი პოლიციელის მობილიზება.

"ათასს სიგიჟეს იზავენ, ამათ ჭკუა აღარ მოეკითხებათ. ივანიშვილი არის შლეგი, გიჟი, რომელსაც ჰერპესის შეტევა აქვს ახლა და ეს გიჟობა ჩაიდინა. მეორე, აბსოლუტურად გიჟი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. ვაქცინაცია ვერ დაუწყიათ ქვეყანაში და ამხელა ოფისში 2000-მდე კაცი შეიჭრა. მთელი მსოფლიოს დასაცინი გახადა ქვეყანა. ყველა შეშოთებულია. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი შუქურა დემოკრატიის, თავისუფლების მთელს რეგიონში და ახლა ლუკაშენკოს გვადარებენ, ამაზეა აქ ლაპარაკი. ეს არის ძალაუფლების უზურპაცია", - განაცხადა უგულავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პერმანენტული აქციები დაანონსა.

"უკან არ დავიხევთ, არ უყვართ ამათ თავიანთი ქვეყანა. რუსეთი უნდათ? წავიდნენ რუსეთში. საქართველო რუსეთში არ წავა. ვიბრძოლებთ ბოლომდე"-განაცხადა უგულავამ.