ნატო ერაყში კონტინგენტს რვაჯერ ზრდის

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერაყის ხელისუფლების თხოვნით ჩრდილოატლანტიკური მისიის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ერაყში ნატოს საწვრთნელი მისია, რათა დავეხმაროთ ერაყს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისიის შემადგენლობა 500-დან 4000 სამხედრომდე გაიზრდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, წვრთნებში მონაწილე ერაყელი სამხედროების რიცხვი გაიზრდება, წვრთნების ადგილმდებარეობა კი ბაღდადის ფარგლებს გასცდება.
სტოლტენბერგის განცხადებით, მისია ერაყის მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებს და ეს კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.