მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა
მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

A+ A-

19:35 18/02/2021

82 წლის ასაკში ცნობილი რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ანდრეი მიაგკოვი წლების განმავლობაში, როგორც კინოში, ასევე თეატრში დიდი წარმატებით მოღვაწეობდა.

საზოგადოებას თავი ყველაზე კარგად ფილმ „ბედის ირონიაში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა. მას ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმ „სამსახურეობრივ რომანსა“ და კიდევ 50-მდე კინოფილმში.