"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია"
"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია"

A+ A-

12:40 18/02/2021

დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება, - ასე ეხმაურება "სირცხვილია" გიორგი გახარიას გადადგომას:

"გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია".

სხვებს კი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაფრის იმედი დაკარგული გაქვთ, გეტყვით, რომ ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება".