აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

A+ A-

10:22 14/02/2021

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57.

ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა „რესპუბლიკელმა“. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 „რესპუბლიკელ“ სენატორს.

6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.