უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინა დაამტკიცეს
უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინა დაამტკიცეს

A+ A-

17:57 30/01/2021

უნგრეთის ეროვნულმა ფარმაცევტულმა ინსტიტუტმი აცხადებს, რომ ჩინეთში შექმნილი ორი ვაქცინიდან ერთზე, Sinopharm-ზე დროებითი ავტორიზაცია გასცეს, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ჩინურ ვაქცინას ყველაზე მეტად ენდობა. ვაქცინაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, მან თქვა: „დაველოდები ჩემს რიგს და როცა ამის დრო მოვა, უპირატესობას ჩინურ ვაქცინას მივანიჭებ. ამ ვირუსთან ბრძოლაში, ჩინეთს ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს“ - აღნიშნა ორბანმა.

EuroNews-ი წერს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც უნგრეთმა ევროკავშირთან დასაშორებლად გადადგა. ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ამ დრომდე მხოლოდ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-სვაქცინებია დამტკიცებული.