ერთი ოპოზიციური პარტია კიდევ შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს - რომელ პარტიას გულისხმობს არჩილ თალაკვაძე ?
ერთი ოპოზიციური პარტია კიდევ შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს - რომელ პარტიას გულისხმობს არჩილ თალაკვაძე ?

A+ A-

14:59 27/01/2021

სულ ახლახან პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა დაანონსა. პარლამენტის სპიკერს არ დაუკონკრეტებია, რომელ პარტიას გულისხმობდა.

მისი თქმით, ამის რეალური საფუძველი უკვე არსებობს და პალამენტის ერთპარტიულობაზე საუბარი უსაფუძვლოა.

ერთი ოპოზიციური პარტია უკვე არის პარლამენტში, მეორე პარტიაც, დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს.. ასე რომ, უსაფუძვლოა იმაზე ლაპარაკი, თითქოს პარლამენტიერთპარტიულია“, - განაცხადა თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის დანარჩენ პარლამენტარებს, რომლებსაც განცხადება აქვთ დაწერილი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, უმრავლესობა მანდატებს გაუუქმებს.

რადგან თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტია შევა პარლამენტში, მიმდინარე მოვლენებით, შეიძლება, ვიმსჯელოთ, რომ დიდი ალბათობით, ეს ერთი პარტია ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებია“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „2020NEWS“-თან უკვე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მათთან კინკლაობას აღარ აპირებენ და საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებენ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ისინი უკვე ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რევოლუციისკენ მიყავს.