მალე დადგება დრო, ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან - თალაკვაძე
მალე დადგება დრო, ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან - თალაკვაძე

A+ A-

12:22 27/01/2021

ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებების მიზანია, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.

„მეორე საკითხი გახლავთ რეგლამენტში ცვლილებები. მოგეხსენებად ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტაცია. იმ ფონზე, როდესაც მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მათ მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.