გაათავისუფლეს თუ არა გაფიცვის გამო, "GWP"-ის თანამშრომლები სამსახურიდან?
გაათავისუფლეს თუ არა გაფიცვის გამო, "GWP"-ის  თანამშრომლები სამსახურიდან?

A+ A-

12:00 27/01/2021

თბილსიის წყალომარაგების კომპანიის "GWP"-ის თანამშრომლები სამსახურიდან, გაფიცვის გამო, გაუშვეს. ამის შესახებ გაფიცულმა მუშებმა მედიას თავად განუცხადეს.

მათი თქმით, გუშინდელი გაფიცვის შემდეგ, რა დროსაც სამუშაო პირობებისა გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, გუშინ საღამოსვე მათ დაუკავშირდნენ კომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ. თავად კომპანიას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გაფიცვის გამო, დედაქალაქის თითქმის 10 ქუჩას უკვე ორი დღეა წყალი არ მიეწოდება. "GWP"-ის თანამშრომლების გაფიცვა დღესაც გრძელდება და მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ სამუშაო პირობებს, ითხოვენ ხელფასების ზრდას, მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.