დავოსში ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ის სანქციებს დაუპირისპირდა - "ველსის" სკანდალური ამბები
დავოსში ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ის სანქციებს დაუპირისპირდა - "ველსის" სკანდალური ამბები

A+ A-

18:00 26/01/2021

ორშაბათი, 2021 წლის 25 იანვარი

  1. ტექნოლოგიური გიგანტების აქციის ფასი იზრდება
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის რისკი აშშ-სთვის
  4. დიდი რიცხვი: 42%

აშშ-ს ბაზრები გაყოფილია, რადგან დიდი ტექნიკური მხარე წინ რჩება

Nasdaq-მა კვირის ბოლოს თავისი კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა ისეთი დიდი კაპიტალის მქონე ტექნოლოგიური აქციების მეშვეობით, როგორიცაა Apple (AAPL) და Microsoft (MSFT), სანამ მათი შემოსავლის შესახებ ინფორმაციას მიიღებდა, მაგრამ Dow Industrials-მა მეოთხე დღეს ვარდნა დაიწყო. ციკლური აქციებიდან  ტექნოლოგიურ სექტორისკენ შემობრუნება გრძელდება, ვინაიდან ინვესტორებმა კარგად შეაფასეს ეკონომიკური აღორძინებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტიმულირების გეგმა.

ბოლო პერიოდში საცალო გამყიდველებსა და მოკლე პოზიციებით მოვაჭრეებს შორის ბრძოლა მძაფრდება. ბატალიების შუაში GameStop-ისა და Blackberry-ის აქციები მოექცა, რაც ძალიან პირადული სახე მიიღო. უკანასკნელ უიქ-ენდზე Google-ის საძიებო სისტემაში ე.წ. „short squeeze“-ის რეკორდის დამყარების შესახებ ცნობები ვრცელდება: ბრძოლა მეინსტრიმული ხდება, ანგარიშსწორების დრო კი ახლოვდება.

სამშაბათის მთავარი აქცენტები

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენი ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, სახელწოდებით ,,იყიდეთ ამერიკული’’, რომლის მიზანია ამერიკული წარმოების საქონელზე ფედერალური ხარჯების გაზრდა. მთავრობა ყოველწლიურად $600 მილიარდს ხარჯავს საქონლისა და მომსახურების კონტრაქტებზე. ეს ნაბიჯი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში დაპირების სახით შედიოდა, სავარაუდოდ, ისეთ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებზე აისახება, როგორიცაა, მაგალითად, კანადა. განკარგულების მიხედვით მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისში (Office of Management and Budget) ,,Made-in-America’’-ს დირექტორის თანამდებობა შეიქმნება. ასევე მკაცრდება გასაყიდი პროდუქციის დახარისხების წესები.
  • ორშაბათიდან ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დავოსის შეხვედრა. პირველად სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გამოვიდა. მან ერთიანობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უკეთესად მართვის შესახებ ისაუბრა, ასევე მოუწოდა კოლეგებს Covid-19-ის აღმკვეთი ზომებისა და ეკონომიკური აღორძინების პოლიტიკის ბალანსირებისკენ. ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, სი ძინპინი პირველად შეეხო ამერიკულ საკითხსაც; ,,დაქსაქსვა, მომარაგების შეფერხება ან სანქციები კონფრონტაციას მთელ მსოფლიოში აღვივებს’’, განაცხადა მან.
  • ილონ მასკის SpaceX-მა რეკორდი დაამყარა ერთიანი მისიით კოსმოსში გაშვებული და იქ განთავსებული თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით. კვირას, 24 იანვარს ,,Falcon 9’’ ტიპის რაკეტამ ორბიტაზე 143 პატარა სატელიტი გაუშვა, რითაც მისი პირველი მისია, სახელწოდებით ,,SmallSat Rideshare Program’’ შეასრულა. ეს მისიები მცირებიუჯეტიანი სარაკეტო ოპერაციებია, რომელსაც სატელიტური ოპერატორები ყოველ 4 თვეში განახორციელებენ.
  • Microsoft-მა შეცვალა გადაწყვეტილება თავისი Xbox Live Gold გამოწერის ფასის გაზრდის შესახებ, რაც გეიმერთა მხრიდან უკმაყოფილებას მოჰყვა. ,,დღეს ავურიეთ. მართლები ხართ, ვინც ეს გაგვაგებინეთ”, - ნათქვამია ბლოგ-პოსტში. ამჟამად იგი უფასო თამაშების გამოწერის გარეშე ხელმისაწვდომობას განიხილავს.
  • LCH Investments-ის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში საუკეთესო 20 ჰეჯ-ფონდიდან კლიენტთა მიერ შემოსავალმა $63.5 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უდიდესი თანხაა. ყველაზე დიდი მოგება ნახეს Tiger Global-მა ($10,4 მილიარდი), Millennium-მა ($10,2 მილიარდი) და Lone Pine-მა ($9,1 მილიარდი). HFR-ის მიხედვით, ჰეჯ-ფონდთა მთლიანი საბაზრო ღირებულება (AUM) გასულ წელს რეკორდულ, $3.6 ტრილიონს გაუტოლდა. მისმა ინდექსმა, რომელიც გლობალურ ინდუსტრიას 1,400-ზე მეტი ფონდის სახით წარადგენს, 11,6%-იანი ნამატი დააფიქსირა.
  • ვირჯინიასა და მიჩიგანში სპორტული ონლაინ-ფსონები ყურადღების ცენტრში ექცევა, ვინაიდან ამერიკული ფეხბურთის პრესტიჟული გათამაშება, ,,Super Bowl LV’’ ახლოვდება. ეს საქმიანობა ახლა ამერიკის ათზე მეტ შტატშია ლეგალიზებული, მათ რიგებს კი მალე ნიუ-იორკიც შეუერთდება. ,,ARK Invest’’-ის ჯგუფი მიიჩნევს, რომ 2025 წელს ბაზარი შეიძლება $37 მილიარდამდე გაიზარდოს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის მანძილზე სულ 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული (შაბათს მას 169,935 შემთხვევა შეემატა). თუმცა, მას თან ახლავს იმედისმომცემი სიახლეც.

New York Times-ის თანახმად, ახალი ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი სტაბილურად იკლებს, რასაც ვაშინგტონის უნივერსიტეტიც  (University of Washington’s Institute for Health Metrics and Evaluation) ადასტურებს. ამ უკანასკნელის მიხედვით, აშშ პანდემიის პიკს მიადგა. ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა 110,628-მდე მოიკლო, რაც 14 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, (COVID Tracking Project). პირველად 3 ნოემბრის შემდეგ, არც ერთ შტატში 600 მილიონზე მეტი ადამიანი ვირუსის გამო საავადმყოფოში განთავსებული არ არის. საშუალო ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაცია შვიდდღიანი პერიოდის (14-21 იანვარი) განმავლობაში 4%-ით დაეცა, რითაც შეწყდა ზრდის ზედიზედ 16-კვირიანი სერია შეწყდა.

”როგორც ჩანს, ალბათ შემობრუნების წერტილს გავცდით და ვივაკებთ”, - ამბობს აშშ-ში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დოქტორი ენტონი ფაუჩი, თუმცა იქვე გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა ეს შენელება ,,სადღესასწაულო სეზონის შემდგომი კანონზომიერი არტეფაქტი” იყოს. თეთრი სახლის ცნობით, აპრილის ბოლოს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია პირველ 100-დღიან ვადას ასრულებს, სრულად აიცრება დაახლოებით 67 მილიონი ადამიანი ან მოსახლეობის 20% (პირველადი და ბიძგის მომცემი ეტაპი); ჯოგური იმუნიტეტი მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსახლეობის 70-80% იმუნურია. 24 იანვრის მონაცემების საფუძველზე CDC  აცხადებს, რომ ორი დოზა 3,2 მილიონამდე ადამიანს აქვს მიღებული.

ახლა მთავარ საფრთხეს ვირუსის შესაძლო მუტაციები წარმოადგენს, რომელიც ამ პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინება. ბაიდენი საერთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს. აკრძალული ქვეყნების სიაში მოხვდება სამხრეთი აფრიკაც (სადაც ახალი შტამია აღმოჩენილი). Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ელიან, რომ მასობრივი ვაქცინაცია და ფინანსური დახმარება 2021 წელს შუა პერიოდში მოხმარების ბუმსა და ძალიან მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, თუმცა აქვე ახსენებენ უარყოფით რისკებს.

42%

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის თანახმად, 2020 წელს სწორედ ამდენით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI). იგი $1,5 ტრილიონიდან (2019) $859 მილიარდამდე შემცირდა, რაც 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროინდელ რაოდენობას კი 30%-ით ჩამორჩება. ე.წ. ,,greenfield project’’-ების, სახელმწიფოთაშორისო კორპორაციული შესყიდვა-შერწყმისა და ამა თუ იმ პროექტზე ფინანსური გარიგების ღირებულება, შესაბამისად, 35%-ით, 10%-ითა და 2%-ით შემცირდა. FDI-ის შეფასება მოიცავს 153 ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა არ ითვალისწინებს კარიბის ზღვის აუზის ოფშორულ ფინანსურ ცენტრებს.

FDI-ის შემცირებამ გაცილებით მძიმე სახე მიიღო განვითარებულ ქვეყნებში(-69%, $229 მილიარდამდე), ვიდრე განვითარებად სახელმწიფოებში (-12%; $616 მილიარდამდე). შედეგად, განვითარებადი ქვეყნების წილმა გლობალურ უცხოურ ინვესტიციებში რეკორდულ, 72% -ს მიაღწია. $163 მილიარდამდე 4%-იანი მოგების მეშვეობით ჩინეთმა აშშ ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში კაპიტალის ყველაზე პოპულარული დაგროვების ადგილი. ამ უკანასკნელმა $134 მილიარდი იზარალა (-49%). ინდოეთში დადებითი ბალანსი, +13%, დაფიქსირდა, რასაც ციფრულ სექტორში ინვესტიციების მატება მოჰყვა. ევროკავშირის 27 ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება 71%-ით, ანუ $110 მილიარდით შემცირდა, ბრიტანეთში კი ,,უარყოფით ზონაში’’ აღმოჩნდა დიდი შიდაკორპორაციული ვალების გამო.

2021 წლის პერსპექტივა სუსტია (5-10%-იანი კლება კლება), რადგან ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 2022 წლამდე არ დაიწყება. UNCTAD-ის ვარაუდით, FDI-ის გლობალური ნაკადების ზრდას არა პროდუქტიულ აქტივებში ახალი ინვესტიციები, არამედ ტრანსსასაზღვრო M&A-ის (შერწყმა-შესყიდვა) ტიპის აქტივები გამოიწვევენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ტექნოლოგიასა და ჯანდაცვას - ორ ინდუსტრია, რომლებსაც პანდემიამ ხელი განსხვავებულად დაატყო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს პერსპექტივები განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს ეხება, რომლებიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იქნებიან დამოკიდებულნი.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 
 
 

მსგავსი თემები