ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები! - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება
ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები! - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

A+ A-

15:15 26/01/2021

"ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები!”, “ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ”, - ამ სლოგანით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. 

პროტესტის მონაწილეები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ. 

კანცელარიასთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, ზამთრის კურორტების წარმომადგენლები თუ გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არაკანონიერია და აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, აქციაზე სიმბოლურად იყიდება სხვაფასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი ნივთები.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუკი დედაქალაქში ეპიდვითარება გაუმჯობესდება და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, მაშინ, ხელისუფლება პირველ რიგში განათლების, შემდეგ ტრანსპორტისა და სხვა პრიორიტეტული ეკონომიკური დარგების გახსნაზე იმსჯელებს. 
 
გახარიას თქმითვე, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულში ტურიზმის სექტორის გახსნა მოხდეს.