ინჯიას "ევროპელი სოციალისტები" ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ
ინჯიას "ევროპელი სოციალისტები"  ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

A+ A-

15:10 26/01/2021

„ევროპელი სოციალისტები"  51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ. 

როგორც პარტიის წევრმა და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის გარკვეული დეპუტატებიც საკუთარ აზრზე გადაიყვანონ.

„თუ ჩახსნა უნდათ, ჩახსნან, მაგრამ დავასაბუთებთ, რატომ აღარ უნდა მისცენ ხმა და ვნახოთ. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დეპუტატები გადმოვიყვანოთ ჩვენს აზრზე, რადგან ეს არ არის დემოკრატიული. ხალხმა აირჩია. მერე რა, რომ თვითონ ამბობენ, რომ არ უნდათ, ეს დესტრუქციული ქმედებაა”,- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა დაიწყება.