დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის, "იაპონჩიკის" მკვლელებს არ გადასცემს
დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის, "იაპონჩიკის" მკვლელებს არ გადასცემს

A+ A-

15:38 20/01/2021

რუსი კანონიერი ქურდის, ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე ,,იაპონჩიკის“ მკვლელობაში ბრალდებულ ასტამურ ბუთბას და ნუგზარ პაპავას დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთს არ გადასცემს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ აბხაზია“ ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, მათი „კონსტიტუცია“ სხვა ქვეყნისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის გადაცემას კრძალავს. რუსეთის გენერალური პროკურატურა კი გამოთქვამს იმედს, ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის დადებული ურთიერთთანაშმრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე მაინც გადაწყდება.

შეგახსენებთ, რუსეთის გენერალური პროკურატურის ბრალდებით, ასტამურ ბუთბამ „იაპონჩიკი“ მოსკოვში, რესტორან „Тайский слон“-ში, სნაიპერის შაშხანით მოკლა. ნუგზარ პაპავა კი ბუთბას, „კალაშნიკოვის“ ავტომატით, ელოდებოდა ავტომანქანასთან, რომლითაც მკვლელობის ადგილი ერთად დატოვეს. ძებნილებმა თავი დე ფაქტო აფხაზეთს შეაფარეს და დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.