დღეიდან ენგურჰესი ჩერდება
დღეიდან ენგურჰესი ჩერდება

A+ A-

10:01 20/01/2021

დღეიდან საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ ჩერდება.

როგორც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს მიზეზი რეაბილიტაციის პროცესია და ის სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის დასრულდება.

საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.

ამ დროის განმავლობაში კი, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, დაახლოებით, 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება