რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ?
რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ?

A+ A-

13:06 18/01/2021

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების შედეგად, 18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3000-მდე საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა საწოლფონდების რაოდენობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, კლინიკებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მულტიფუნქციური სერვისების მიწოდება გააგრძელონ.

„ბუნებრივია შემთხვევების კლებასთან ერთად საწოლფონდი განტვირთულია, თავისუფალია 3000-მდე საწოლი. 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას, აქედან 780 ჟანგბადდამოკიდებულია, ხოლო 230 რეანიმაციულ განყოფილებაშია. კარგია ისიც, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების ზოგადად, შემთხვევების კლებასთან ერთად იკლებს.

ასევე შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმრობეში. პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პირველი თებერვლიდან ისინი მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც ასევე მათთვის მნიშვნელოვანია და დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს“, - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს, დღევანდელი მონაცემებით გამოვლენილია 110 ინფიცირების ფაქტი.

აღსანისნავია, რომ ვირუსის გავრცელების დღიდან, დღემდე სულ 247 915 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.