აშშ-ის 45–ე პრეზიდენტი ტრამპი "ტვიტერმა", "იუთუბმა" და  "ფეისბუქმა" საბოლოოდ დაბლოკეს - ნიუ იორკის ბანკები კი ანგარიშებს უუქმებენ
აშშ-ის 45–ე პრეზიდენტი ტრამპი "ტვიტერმა", "იუთუბმა" და  "ფეისბუქმა" საბოლოოდ დაბლოკეს - ნიუ იორკის ბანკები კი ანგარიშებს უუქმებენ

A+ A-

12:27 18/01/2021

ამერიკის შეერთებული შტატების 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურმა ქსელებმა -„ტვიტერმა“, „იუთუბმა“ და  „ფეისბუქმა“ საბოლოოდ დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანების გადაწყვეტილების მიზეზი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობაა. აგრეთვე, კომპანიები, ტრამპის გარდა, სხვა „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგაც გაერთიანდნენ.

დონალდ ტრამპის ძალადობრივი ქმედებების შემდეგ, „ნიუ იორკი“ ყველა სახის კონტრაქტს წყვეტს ექსპრეზიდენტთან და მასთან დაკავშირებულ კერძო ბიზნესებთან, როგორებიცაა ელექტრონული კომერციის პლატფორმა – “Shopify” და “Signature”.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ბანკები კი, უარს ამბობენ „ძალადობის მომხრე“ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე და ექსპრეზიდენტს ბანკში არსებულ ყველა ანგარიშს უხურავენ, აგრეთვე პარტიულ შემოწირულობებსაც.

რამდენად გაუძლებს ექსპრეზიდენტი დოლანდ ტრამპი ამ მასშტაბების დარტყმას მსოფლიო კომპანიებისგან და რას მოიმოქმედებს თანამდებობიდან საბოლოოდ წასვლის შემდეგ, არავინ იცის, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.

მას ფინანსური დარღვევების გამო, შესალოა, სამართალდამცავ ორგანოებთანაც შეექმნას პრობლემა. ამერიკის შეერთებული შტატების 45–ე პრეზიდენტი მილიონობით ვალით, საბანკო დარღვევებითა და დიდი პრობლემებით მიდის პრეზიდენტობის თანამდებობიდან.

დონალდ ტრამპს მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ აწუხებს, მისი ყველაზე დიდი პრობლემა სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომის დაკარგვაა.

ძალადობის დამგმობ ექსპრეზიდენტ ტრამპს მსოფლიო სწორედ ძალადობისათვის დაუპირისპირდა. ოლიგარქმა არჩევნების შემდეგ 200 მილიონი ამერიკული დოლარი დაკარგა, თუმცა ამერიკელი ექსპერტები ამ თანხების ზრდას კიდევ უფრო ელიან.

ვიდრე დონალდ ტრამპი მსოფლიო შეტევებს ებრძვის, მანამდე ახალი პრეზიდენტი „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი ინაუგურაციისთვის ემზადება. ამერიკელი მოსახლეობის თქმით, დონალდ ტრამპი იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ისჯებიან მოძალადე ლიდერები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებისას, 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 46–ე პრეზიდენტის, „დემოკრატი“ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.

ხატია მამულია