საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "Green Line", პანდემიის მიუხედავად, ფასების სტაბილურობასა და უმაღლეს ხარისხს ინარჩუნებს
საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "Green Line", პანდემიის მიუხედავად, ფასების სტაბილურობასა და უმაღლეს ხარისხს ინარჩუნებს

A+ A-

16:31 15/01/2021

მსოფლიოსთვის და ზოგადად საქართველოსთვის კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოწვევად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრების რიტმი.

პანდემიის, კარანტინის, ეპიდემიისა და იმ მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც სახელმწიფოები კორონავირუსთან ბრძოლისათვის იყენებენ, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ბიზნეს სუბიქტების ფუნქციონირებისა და შრომითი საკითხების რეგულირება.

იმის გათვალისწინებით, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა პანდემიამ დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, პროფესიონალები სხვადასხვა მიმართულებიდან მრავლად აქვეყნებენ საყურადღებო შეფასებებსა თუ განმარტებებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც განხორცილდა პანდემიის შემდეგ.

როგორც „2020NEWS”-ს საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის „Green Line”-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, რეზო ხვიჩიამ განუცხადა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბიზნესი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. გამონაკლისი არც კომპანია „Green Line”-ია, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და სხვადასხვა სახის პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

რეზო ხვიჩიას თქმით, კომპანია „Green Line” სხვა საერთაშორისო გადამზიდ  კომპანიებთან შედარებით, ფასების სტაბილურობას დღემდე ინარჩუნებს და  მომხმარებელს მომსახურების უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

„Green Line” არის  საერთაშორისო სატრანსპორტო  კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. კომპანია უშუალოდ უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებას როგორც ევროპიდან, აგრეთვე აზიის ქვეყნებიდანაც. კომპანია ახორციელებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ევროპაში იჯარით გვაქვს აღებული სასაწყობე ფართები, ერთ-ერთი ასეთი ფართი ბულგარეთში, კერძოდ კი ქალაქ სოფიაში გვაქვს და იქიდან ვახდენთ ტვირთების ტრანსპორტირებას. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ისინი ჩვენს კომპანიას სპეცფასად სთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, რის შედეგადაც უკვე ჩვენ საქართველოში სხვა საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან შედარებით, ვინარჩუნებთ ფასების სტაბილურობას და მომხმარებელს მომსახურების უმაღლეს ხარიხს ვთავაზობთ“, - აცხადებს ხვიჩია სააგენტოსთან საუბრისას.

„Green Line”, სხვა ბიზნეს სექტორების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. როგორც რეზო ხვიჩია აცხადებს, კორონაპანდემიის პერიოდში 45%-ით შემცირდა ტვირთების ტრანსპორტირება.

„კომპანია„Green Line”თითქმის ყველა სფეროს მომხმარებელს უწევს მომსახურებას.  ჩვენ ჩამოგვაქვს საკვები პროდუქტები, სამშენებლო და სამედიცინო ინვენტარი, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტები. „კოვიდ-19“-დან გამომდინარე,  ბოლო პერიოდში გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე მოთხოვნა. რაც შეეხება სატრანსპორტო ვადას, ის დამოკიდებულია თავად ტვირთზე. მაგალითად, თუკი ევროპიდან ტვირთის ნაკრები მოდის, მისი ტრანსპორტირება ხდება რამდენიმე ეტაპად. ყველა სახის ნაკრები ჩადის ბულგარეთის საწყობში, რის შემდეგაც ხდება საქართველოში ტრანსპორტირება. კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი კომპანია, სხვა ბიზნეს სექტორის მსგავსად, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. არც ისე მარტივი იყო დღევანდელი რეალობისთვის ფეხის აწყობა, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ და საერთაშორისო რეგულაციების მიუხედავად, ხარისხის მაჩვენებელი მაინც შევინარჩუნეთ. კომპანიის დატვირთვა ტვირთების კლების პროპორციულია და თითქმის 45%-ით არის შემცირებული“, - აცხადებს ხვიჩია.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ რამდენად სწრაფად დადგება ფეხზე ბიზნესი, დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„თუ ჩვენმა სახელმწიფომ პანდემიისას მიღებული რეგულაციები მისი დასრულების შემდეგაც დატოვა ან სათანადოდ არ შეამსუბუქა, ბიზნესს სრულფასოვანი განვითარება გაუჭირდება. თუმცა ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და განვითარების ყველა გზას გამოვიყენებთ. ვგეგმავთ თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პირობები და მომსახურება ჩვენს მომხმარებელზე მაქსიმალურად იყოს მორგებული. ვფიქრობთ, სხვადასხვა მიმართულებით გაფართოებას და ვიმედოვნებთ, რომ  საერთაშორისო გადამზიდი კომპანია “Green Line“ იქნება მთავარი გადამზიდი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა რეზო ხვიჩიამ.

ხატია მამულია