ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოში ოლიგარქებზე დაწყებულ "ნადირობას" გაასწრო - დიმიტრი შაშკინი
ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოში ოლიგარქებზე დაწყებულ "ნადირობას" გაასწრო - დიმიტრი შაშკინი

A+ A-

19:00 11/01/2021

მსოფლიოში დაწყებულია „ნადირობა“ ოლიგარქებზე. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო საფრთხე და პოლიტიკიდან გაიქცა. ასე ეხმაურება „2020NEWS“-თან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი  წევრი დიმიტრი შაშკინი „ქართული ოცნების“ ლიდერის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ჩრდილში დამალვით ცდილობს.

შაშკინის თქმითვე, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი „ფეხებზე კიდია“ და  პოლიტიკიდან წასვლა საკუთარი ქონების დასაცავად გადაწყვიტა.

სხვათაშორის, ივანიშვილმა საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი - მათ შორის, სოლოლაკის შუშის სასახლე, „პანორამა -თბილისი“  და „პარაგრაფი - შეკვეთილი“  - ფონდ „ქართუს“ გადაუფორმა. პირად საკუთრებაში მილიარდერმა დაიტოვა ორი სახლი - ჭორვილასა და აბასთუმანში, ასევე - აეროპორტში ასაფრენი გზა.

 -„ქართული ოცნების“  ექსთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა ღია წერილი, სადაც საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო. რას ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი და რა მიზანი აქვს მას?

-ოლიგარქი ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე მეორედ მიდის. სუპერგენიოსობა არ ჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ მიხვდეს ივანიშვილის მიზნებს. მას სურს ყველანაირი პასუხისმგებლობის არიდება, ამიტომაც გაიქცა პოლიტიკიდან. მისი მართვის სტილი და ცხოვრებისეული პროფესიაა, რომ მართოს პასუხისმგებლობის გარეშე. სწორედ ამიტომაც მირბის ახლა პოლიტიკიდან. პასუხისმგებლობის აღება არ სურს საკუთარ თავზე.

-ოპოზიციის უტიფრობა, ხალხის სიბრძნე და გამობრძმედილი „ოცნება“ ოპოზიციაში. რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები?

-სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლეების გაშიფრვა. ოპოზიციის უტიფრობა ვერ ვხვდები რაში გამოიხატება. რაც შეეხება მის „სიბრძნეებს“ ნამდვილად გაუგებარია და სჯობს, თავად მას თუ კითხავთ.

-ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა უკავშირდება თუ არა მსოლფიოში დაწყებულ „ნადირობას“ ოლიგარქებზე?

-კარგი კითხვაა. მთელ მსფოლიოში ნამდვილად დაიწყო ნადირობა ოლიგარქებზე, ამიტომაც ბიძინა ივანიშვილმაც იგრძნო საფრთხე და გაიქცა პოლიტიკიდან. ის ჩრდილში იმალება.

-ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან თავისი ნებით მიდის, თუ მისი წასვლით, დასავლეთმა საქართველოში პოლიტიკური ველი მოასუფთავა?

- ბიძინა ივანიშივლი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. ახლა მოვიდა ისეთი მომენტი, როდესაც მან საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი ქონება დაიცვას, თორემ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი ფეხებზე კიდია.

-ბიძინა ივანიშვნილი კეთილსინდისიერი ძალი გამოჩენას და საკუთარი პარტიის ოპოზიციაში გადასვლას „წინასწარმეტყველებს“. რას ნიშნავს ყოველივე ეს?

-ივანიშვილის წინასწარმეტყველება  არის პირდაპირი მესიჯი დასავლეთისთვის, თითქოს, ის მზად არის, რომ გადააბაროს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არის მისი ჩვეული „ტრიუკი“, რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე.  არა მგონია მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილის „ტრიუკებს“ დაუჯეროს. სამწუხაროდ, საქართველოში დაუჯერეს, თუმცა მსოფლიო ამას არ იზამს.

-საქართველოში ვინ დაუჯერა ბიძინა ივანიშვილის „ტრიუკებს“?

-საქართველოს მოსახლეობამ...  პრობლემა არის ის, რომ ისინი იჯერებენ ზღაპრებს. მათ დაიჯერეს ის ზღაპრები, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ააშენებდა. თუკი ვინმეს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან დაეხმარებოდა საქართველოს, ეს მათი პრობლემაა. ივანიშვილი არასოდეს არ მალავდა, რომ მისი მთავარი საფიქრალი მისი ქონება იყო და არა - საქართველოს მოსახლეობის.

-ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის თუ არა იმის მინიშნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს?

-არა, ეს ასე ნამდვილად არ არის. არანაირ კავშირში არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ივანიშვილის წასვლასთან. ოლიგარქი ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ცალკე მდგომი ნაბიჯი, დაიცვას თავისი ფინანსური რესურსები.

-მაშინ, როდესაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, როდესაც დასავლეთის ყველაზე დაცულ ადგილას, ვაშინგტონის კაპიტოლიუმში იჭრებიან 2020 წლის არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მომხრეები და ამ ინციდენტს 4 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. რა უნდა გააკეთოს საქართველოს ოპოზიციამ ამ ფონზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერი პოლიტიკურ ფლანგს ტოვებს. ვინ დარჩა ოპოზიციას გადასაყენებელი? რამდენად აწყობს დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციის ბოიკოტი და რას მიაღწევენ ოპოზიციონერები ამით?

-მადლობას გიხდით ამ კითხვისთვის. გაინტერესებთ. რა უნდა ქნას ოპოზიციამ? ეს ყოველივე მეც მაინტერესებს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს სამართლიანი სასამართლო, სადაც ადამიანები მიდიან და იმის იმედი აქვთ, რომ ყველაფერი სწორად იქნება გამოძიებული. ჩვენ ამის იმედი ნამდვილად არ გვაქვს. სად მივიდეთ? ვის ვუჩივლოთ? რა იმედით? რომელი სასამართლო გამოიძიებს ყველაფერს  სამართლიანად?! ბიძინა ივანიშვილის სასამართლო?

ტრამპის მომხრეების მხრიდან, ნამდვილად, არასწორი იყო მსგავსი ქმედებები, ყოველნაირ ძალადობას ვემიჯნებით. ტრამპმა ბაიდენის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა საქმე და არჩევნების გაყალბება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან მას არ ჰქონია მტკიცებულებები.

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, თუმცა რომელ სასამართლოში უნდა წარვადგინოთ ეს? ბოიკოტი არავის უნდა ამქვეყნად, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ ჩვენი ხმები მოიპაროს.

ხატია მამულია